დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შესულია 10 შეტყობინება.
უწყების ინფორმაციით, ირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.
"ყველაზე მეტი - 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადასახურავი.
ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი - სამგორის რაიონში.
2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.
ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე - მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.