ვაცლავ ჰაველის დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი ვაცლავ ჰაველი 1936 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა. ის იყო ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ Prospect Magazine მიერ, ჰაველი დასახელებულ იქნა მსოფლიოს მთავარ 100 ინტელექტუალთა შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის — პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.
ჰაველი პრეზიდენტი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემდეგ კი ჩეხეთი მულტიპარტიულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკეთისგან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.