ახალციხეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.
მოქალაქეებმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს მოღალატე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი.
მათივე თქმით, აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, მათივე განცხადებით, ის ვერ მეტყველებს ქართულად და არის მოღალატე.
სალომე ზურაბიშვილმა მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა.