"სალომე, შენ ხარ სამარცხვინო!" - ამ შეძახილით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო შტაბი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გახსნა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა და ის არ უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი.
საარჩევნო შტაბის გახსნა სტვენის და შეძახილების ფონზე მიმდინაროებდა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომი მან დაიწყო.
ფოტო: რუსთავი 2