13-17 სექტემბერს, საქართველოში ფოთის პორტში შემოვა გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“, რომელზედაც ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის კურსანტები გაივლიან საზღვაო სწავლებას.
თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ ფოთის პორტში შემოვა ა. წ. 13 სექტემბერს, 09.00 საათზე და გაემგზავრება 17 სექტემბერს 09.00 საათზე. ვიზიტის მიზნი, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცებაა.
პორტში ვიზიტის განმავლობაში, 13-დან 17 სექტემბრამდე, გემ „TCG BAYRAKTAR (L-402)“-ზე იმყოფება 512 პირი.