თბილისი, გლდანის II მ/რ-ში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცით, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მათივე ინფომრიაცით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი.
მათვე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.