ლუჩანო პავაროტის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. ცნობილი იტალიელი ტენორი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ვოკალურ შემსრულებელთაგან ოპერის სამყაროში ლუჩანო პავაროტი 2007 წლის 6 სექტემბერს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლუჩანო პავაროტი განთქმული იყო სატელევიზიო კონცერტებით.
პავაროტი სამ უდიდეს ტენორთაგან ერთ-ერთი იყო. მან სახელი გაითქვა ასევე საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და წითელი ჯვრისთვის ფონდების მოზიდვით. მისი კარიერის უკანასკნელი წლები ასევე ცნობილი სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან თანამშრომლობით, პროექტის „Pavarotti and Friends“ სახით.