რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.
მათი ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური.