ვაკის რაიონში, ზ. ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის გამო, დღეიდან 5 დღის განმავლობაში შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა გეგეშიძის ბაღიდან (ფალიაშვილის ქუჩის #34) ბაზალეთის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის: საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!