"თავისუფალი დემოკრატები" სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და თავისუფალ სამყაროს, ამერიკელ ხალხს, სენატორის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უდავოა, რომ ჯონ მაკკეინის ცხოვრება იყო თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის პიროვნული მაგალითი.
„ჩვენთვის - საქართველოს მოქალაქეებისათვის, ის გახლდათ უკომპრომისობის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ჩვენთან ერთად იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის გრძელდება და ამ ბრძოლაში ყოველთვის გვექნება სწორება სენატორის მაგალითზე“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.