ახმეტაში, სოფელი ზემო ხოდაშენის ტყეში მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს. ახალგაზრდა მამაკაცი ხეს ჭრიდა, რომელიც წაიქცა და ქვეშ მოიყოლა. მაშველებთან ერთად ადგილზე ექიმებიც გავიდნენ, მათ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.
მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.