თბილისი - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.