ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენის ტყეში მაშველებმა მოქალაქე გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდა მამაკაცი ხეს ჭრიდა, რომელიც წაიქცა და ქვეშ მოიყოლა.მაშველებთან ერთად ადგილზე ექიმებიც გავიდნენ, მათ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.