სანდრა ბულოკი 54 წლის გახდა. ცნობილი ამერიკელი მსახიობი სანდრა ბულოკი არლინგტონში, 1964 წლის 26 ივლისს დაიბადა. დედა ოპერის მომღერალი იყო მამა კი რიტორიკის მასწავლებელი. 1982 წელს მან სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ ის სწავლობდა კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო სამსახიობო კარიერა. პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში. სანდრას პოპულარობაზე ასევე იმოქმედა ფილმმა „დამანგრეველი“(1993), სადაც იგი სილვესტერ სტალონესთან ერთად თამაშობდა. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში. სანდრამ შავკანიანი ბიჭი ლუისი იშვილა. ეს მოხდა იმ პერიოდში როდესაც მისი და ჯესი ჯეიმზის ქორწინება ინგრეოდა. განქორწინების შემდეგ სანდრა მარტოხელა დედა აღმოჩნდა.