საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„თანავუგრძნობთ ბერძენს ხალხს და მთავრობას, რომლებიც ახლა ხანძარს მამაცურად უმკლავდებიან“, – წერია საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.
საბერძნეთში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.