თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართული არიან სამთო მაშველები.
მათივე ინფორმაციით, დაკარგულ ტურისტებს ვერტმფრენით ეძებენ.
თეთნულდის დასალაშქრად უკრაინელ ალპინისტთა ჯგუფი მესტიაში იმყოფება.
ჯგუფიდან ორი ადამიანი, რომელსაც ახლა მაშველები ეძებენ, გუშინ დაიკარგა.