შინ მოვლის სერვისი სხვადასხვა ჩივილების მქონე პაციენტებს სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ისე ხანგრძლივი მოვლის სახით. პაციენტს საშუალება აქვს ექთნის ან ექთნის დამხმარის მიერ, სასურველი დროით, მიიღოს შინ მოვლის სერვისი, რომელიც ბინაზე ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებას გულისხმობს:
- გადასხმა
- ნემსის გაკეთება
- ნაწოლების დამუშავება
- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
- ტრაქეის სანაცია
- ნაზოგასტრალური ინტუბაცია
- ინტრავენური ინექცია
- ჭრილობის დამუშავება
- O2-ის მიწოდება
- ინჰალაცია
- ახალშობილის მოვლა/დაბანა
- ოყნის გაკეთება
- ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის ქირაობა
- ექიმის გამოძახება საჭიროების შემთხვევაში
სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის დახმარება. შინ მოვლის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში პაციენტს არ მოუწევს ზრუნვა გამოძახებული ექთნის ტრანსპორტირებასა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფაზე. ექთნის მიერ ბინაზე მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შინ მოვლის სერვისის მისაღებად საჭიროა დაუკავშირდეთ ევექსის ცხელ ხაზს: 2 55 05 05 ან *05 05