თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული. მათივე ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 150 კვ.მ-ზეა გავრცელებული.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.