ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული 6 მუშიდან 3 კატასტროფის ბრიგადას, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყავს.
ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.