ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა.
უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
მოგვიანებით, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს.
კიდევ ერთი ტურისტის, კაცის ცხედარი კი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მათივე ცნობით, არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აქვს.
ამ დრომდე დაკარგულია მათი 4 წლის შვილი.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.