რობოტი სოფია საქართველოში ჩამოდის. სოფია 17-19 ივლისს თბილისში დაგეგმილ “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თავად სოფია მოხსენებით 18 ივლისს გამოვა სესიაზე “საჯარო სერვისები და ინოვაციები”. აღნიშნული სესიის ერთ-ერთი განსახილველი იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
რობოტი სოფია ჰონკონგური კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი. როგორც ცნობილია ის, საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.
ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები აქვს.