ტექნიკური პრობლემის გამო მეტროს მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება საბურთალოს ხაზს შეეხო. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.
"მეტროს მოძრაობა მეორე - საბურთალოს ხაზზე გათიშულია 19:55 საათიდან. მიზეზი ტექნიკური შეფერხებაა ძაბვასთან დაკავშირებით. ჩართვის დრო ჯერჯერობით უცნობია", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეფერხება წვიმას არ უკავშირდება.