გომბორის უღელტეხილზე კახეთისკენ მიმავალი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.