ჩემი ყოფილი მეუღლე არაფერში დამხმარებია, ბავშვები მამასაც კი არ იცნობენ, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა ნათია თოფურიამ.
როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ის მარტოხელა დედაა, მის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვები მომვლელის გარეშე დარჩებიან.
ადვოკატმა სასამართლოს მისი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.