ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტეების პროტესტი ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გრძელდება. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის, დავით სარალიძის მამას. პროტესტის ნიშნათ გამოსული მოქალაქეები ხელისუფლების დაშლას, და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის, ისინი ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან, სტუდენტები, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე. სწორედ აღნიშნულის გამო თანამდებობიდან წავიდა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ეს ის პირველი პროკურორია რომელსაც საქართველოს პარლამენტში პირველივე მოსმენაზე ქუთაისელმა ჟურნალისტი სერგო ჩივაძე შეუვარდა ბანერით, ჩივაძე სამართლიანობის აღსდგენას და უკანონოდ შეჩერებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.