რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი ბიულეტინების 99 პროცენტის დათვლის შედეგად საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 76,67 პროცენტს აგროვებს.
პუტინმა თავისი პოლიტიკურ კარიერის განმავლობაში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, მას მხარი 54,4-მა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, რაც 2004 წლის არჩევნებთან შედარებით 5,1 მილიონით მეტია.
მეორე ადგილს იკავებს რუსეთის მოქალაქეთა სახალხო-პატრიოტული ძალების კანდიდატი პაველ გრუდინინი - 11,79 პროცენტით, 5,66 პროცენტით მესამე ადგილზეა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი ხმათა 1,67 პროცენტი მოაგროვა.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართა.