"დიდი ბრიტანეთი არაა ვალდებული წარუდგინოს რუსეთს იმ ნივთიერების ნიმუშები, რომლითაც მოხდა ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა" - განაცხადა გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და რუსეთი, ქიმიური იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიმ განაცხადა, რომ მომწამლავი ნივთიერების წარმომავლობის ერთ-ერთი ყველაზე შესაძლო წყარო შესაძლოა დიდი ბრიტანეთი იყოს, რადგან რუსეთში ამ პრეპარატის წარმოება არ ხდებოდა. მანვე დასძინა, რომ რომ სკრიპალის მოწამვლა რუსეთისთვის წამგებიანი იყო და ეს ინცინდენტი შეაფასა, როგორც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წინ წარმოებულ პროვოკაციად.
მისივე თქმით, რუსეთმა მოითხოვა დიდი ბრიტანეთისგან მომწამლავი ნივთიერების ნიმუში, თუმცა უარი მიიღო. წერს BBC.