სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატს არმენ სარგსიანს პარლამენტში ელოდებიან.
დეპუტატები ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ და ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს.
საპრეზიდენტო კანდიდატი უკონკურენტოა. ის მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს. ისინი ვერც საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან ოპოზიციური ფრაქცია „წარუკიანი“ მხარს მმართველი პარტიის კანდიდატს უჭერს.
ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.