გერმანიის ქალაქ მოკრენაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება - torgauer zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპერაციაში ვერტმფრენი და გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ.
ლაიფციგის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, დევნის დროს მათ პოლიციის ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვიეს, ნაქურდალი ნივთების ნაწილი კი ავტომობილის ფანჯრებიდან გადაყარეს. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.