ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ახალ სარაკეტო შეიარაღებაზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
პრეზიდენტმა ფედერალურ საბჭოს, სტრატეგიული სარაკეტო შეიარაღების პერსპექტივა წარუდგინა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი იარაღი შექმნილია აშშ-ს მთავრობის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გაფართოების საპასუხოდ.
პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთში შექმნილი იარაღი ნატოს გაფართოებას აზრს უკარგავს.
„თანამედროვე სისტემის შეიარაღების განვითარების ყველაზე მთავარ ეტაპად იქცა მაღალი სიზუსტის, ჰიპერხმოვანი საჰაერო-სარაკეტო კომპლექსის შექმნა. ალბათ ხვდებით, რომ მას ანალოგი არ ყავს მსოფლიოში. მისი გამოცდა წარმატებით დასრულდა“ - განაცხადა ქვეყნის ლიდიერმა.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დაასრულა ამ თემაზე საუბარი, აღნიშნა, რომ „ჩვენ აქამდე არავინ გვისმენდა. მოგვისმინეთ ახლა“. ეს სიტყვები საინფორმაციო წყაროებმა მიიღეს როგორც მსოფლიოს მიმართ შესაძლო მუქარა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის რაკეტსაწინაააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტის გაშვება წარმატებით დასრულდა. მისი გამოცდა ყაზახეთში, “Sary Shagan”-ის პოლიგონზე მოხდა.