მოსკოვი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის ცალმხრივად შეწყვეტას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთან თანამშრომლობის შეჩერებას განიხილავს. ,,რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მთავრობა ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ სასამართლოს ამჟამინდელი კურსის კორექტირება არ მოხდება, რომლის შედეგადაც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული გადაწყვეტილებები ჩნდება.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-ზე მეტი მოსამართლე, რომელთაც რუსეთის საქმეების განხილვა ევალებათ, რუსეთის წარმომადგენლების გარეშე აირჩიეს. შესაბამისად, დგება ამ მოსამართლეების არჩევისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის საკითხი.
რუსეთის სახელმწიფო ორგანოებში განიხილება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის ცალმხრივად შეწყვეტის საკითხი, რაც ჩვენი ქვეყნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან გამოსვლასა და ევროსაბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას გამოიწვევს“ - განაცხადა გამოცემასთან წყარომ.