მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს გარეუბანში 26 წლის მოდელის ნაწამები ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ პორტალი Universal-ი წერს.
წინასწარი მონაცემებით, გოგონას სახე მჟავით აქვს დამახინჯებული. ეროვნებით ის ვენესუელელი იყო და ესკორტ-მომსახურების სფეროში მუშაობდა.
ეს მექსიკაში გოგონებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მათ შორის იმ გოგონებზე, რომლებიც ინტიმური ხასიათის მომსახურებით არიან დაკავებულნი.
2017 წლის დეკემბერში მეხიკოში არგენტინელი გოგონა მოკლეს. მისი დასახიჩრებული სხეული ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.