საქართველოს პარლამენტის ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს, დროულად დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ საარჩევნო კანონმდებლობითა და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია:
გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
დაუყოვნებლივ წარმოადგინოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტრის შესახებ ინფორმაცია
დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში სუბიექტი ვალდებულია დააფუძნოს არასამეწარმეო იურიდიულ პირი ან კანდიდატის სახელზე გახსნას ახალი საბანკო ანგარიში.
"სამკვირიანი და საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის (ფორმები) წარმოდგენის გრაფიკი:
- მიმდინარეწლის 26 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით ინფორმაცია - 21 მარტს;
- 19 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - 13 აპრილს;
- 9 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - 2 მაისს;
- 26 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით ინფორმაცია - წარმოდგენილი უნდა იქნას 16 მაისამდე (იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელმაც წინასწარი მონაცემებით მიიღო საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა)
- 26 თებერვლიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე პერიოდის ინფორმაცია - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა)", -ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:
https://monitoring.sao.ge/declarations/elections/by-elections