აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. კალიფორნიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცადა, რომ ახალი სანქციები 30 დღის განმავლობაში დაწესდება.
29 იანვარს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კონგრესს კრემლთან დაკავშირებული პოლიტკოსებისა და ბიზნესმენების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის “შავ სიაში“ 210 ადამიანი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ბიზნესმენები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შავი სიის“ გამოქვეყნება ამ პირების წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად დაწესებას არ ნიშნავს. შემზღუდავი ზომების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ცალკე უნდა მიიღონ.
საკითხს რუსეთის მთავარი დიპლომატი, სერგეი ლავროვი გუშინ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი სანქციების მოხსნას არასოდეს მოითხოვს.