სირიის კონფლიქტი: ქალებს დახმარების სანაცვლოდ სექსს სთავაზობენ. BBC-იმ გაარკვია, რომ სირიაში ქალები სექსუალურ ექსპლუატაციას განიცდიან გაეროს და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით დასახმარებლად ჩასული კაცების მხრიდან.
თავად გაეროს სააგენტომ და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გააჩნიათ და აცხადებენ რომ არ დაფიქსირებულა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.
ერთ ერთი დამხმარე თანამშრომელი „ბი-ბი-სი“-სთან აცხადებს, რომ ექსპლუატაცია ქალებზე იმდენად გავრცელებულია, რომ ზოგიერთი სირიელი ქალი უარს აცხადებს სამედიცინო ცენტრს მიმართოს, რადგან ეშინია იქაც სხეულით მომსახურება არ შესთავაზონ დახმარების სანაცვლოდ. მისივე თქმით, ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ ექსპლუატაციაზე, რადგან მესამე პირის გამოყენება და ადგილობრივ ჩინოვნიკებთან უერთიერთობა წარმოადგენს ერთადერთ გზას მიიღოს მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება სირიის განსაკუთრებულად რთულ რეგიონში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს წვდომა არ გააჩნიათ.
გასულ წელს გაეროს ფონდმა ჩაატარა კვლევა გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით რეგიონში და დაასკვნ, რომ სირიის ზოგიერთ რეგიონში ნამდვილად ხდება სექსუალური შეთავაზება ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ.