არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით აქციას მართავდნენ.