ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რუსეთს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ განკარგულება ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 09:00-დან 14:00 საათამდე იმოქმედებს.
გუშინ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციიის მიღებიდან რამდენიმე საათში შეთანხმება დაირღვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სიირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებს კვლავ განაგრძობენ.