სასულიერო პირების პროტესტის გამო, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის სახელობის ტაძარი დაიხურა.
სასულიერო პირები ისრაელის ახალ საგადასახადო პოლიტიკას და მიწების კონფისკაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქრისტიანებზე სისტემატური და უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება.
კანონპროექტის თანახმად, რომელსაც კაბინეტის საბჭო და პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავენ, ეკლესიების მიერ კერძო პირებზე გაყიდული უძრავი ქონების კონფისკაცია მოხდება.