ესპანეთში თაღლითობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის, ერთი ქართველი ქალი და სამი ესპანელი მამაკაცია.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულები სახლებში შესაღწევად თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ, სამიზნე კი, ძირითადად, ასაკოვანი, მარტოხელა და ალცჰაიმერით ან პარკინსონით დაავადებული ადამიანები ხდებოდნენ.
საქართველოს მოქალაქე ქალი მსხვერპლს ურეკავდა, სატელეფონო ოპერატორის როლით და დაზარალებულებს გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ აფრთხილებდა.