ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ალბანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას აქვს, თუ ისინი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. „მინდა, განვმარტო ის, რასაც ყველგან ვკითხულობთ, ევროკომისიას და მე არ გვითქვამს, რომ სერბეთი და მონტენეგრო აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წევრები 2025 წელს. 2025 წლის თარიღი ღიაა ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის. თუ კანდიდატი ქვეყანა ამ დროისთვის, ან უფრო ადრე, ან გვიან დააკმაყოფილებს წევრობის ყველა კრიტერიუმს, ჩვენ ვმოქმედებთ ისე, რომ ეს ძალსიხმევა აღიარებული იყოს ევროკავშირის მიერ“, – განაცხადა იუნკერმა.
თებერვლის დასაწყისში, ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. სტრატეგიაში მონტენეგროსა და სერბეთის ევროინტეგრაციას ცალკე თავი ეხება, კერძოდ, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში 2025 წლისთვის