ოფიციალური განცხადების თანახმად, ერაყის ხელისუფლებამ 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაგან ყველა ქალია, ისლამურ სახელმწიფოს საბრძოლო რიგებში გაწევრიანებისათვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.
მითითებულია, რომ სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ სცნო, თუმცა მათ აქვთ გასაჩივრების უფლება. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა.
ცნობილია, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა არაა, სადაც აქტიურად მხარს უჭერენ ერაყში ისლამურ სახელმწიფოს მოქმედებებს. დღეისთვის ერაყის სასამართლო მსგავს საქმეზე ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის საქმეს განიხილავს, რომლებიც არა მხოლოდ გაწევრიანდნენ ისლამურ სახელმწიფოში, არამედ გახდნენ ტერორისტების ცოლები და მათი შვილის დედებიც. მშობლიურ ქვეყნებში რადიკალურად განწყობილი ქალების, არც მათი შთამომავლების ნახვა აღარ სურთ.