იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მინამინოსადან აღმოსავლეთით, 73 კმ კილომეტრში დაფიქსირდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.