ავსტრიაში, 51 წლის კაცმა უფროსი და-ძმა მოკლა. Bostonherald-ის ინფორმაციით, შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრიაში, ქალაქ გრაცში მოხდა.
პოლიციას მკვლელი მიმალული ეგონა, თუმცა ორი საათის შემდეგ, ის სახლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ შენობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. არ უპოვიათ მკვლელობის ჩადნის იარაღი.
კაცის 75 წლის დედა მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს გრაცის საავადმყოფოში.
პოლიცია სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.