ვითხოვ, ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, - ასე ეხმაურება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არჩილ ტატანაშვილის გარდაცვალების საკითხს.
„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას, ვითხოვ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი. ამ საკითხს ხვალ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო სხდომაზე დავაყენებ”, – აცხადებს ლინკევიჩიუსი და საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ავრცელებს.
22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ამ დრომდე მშობლიურ სოფელში გადმოსვენებული არ არის.