საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბიკის საგარეო საქმეთა მინისრტთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან.
შეხვედრაზე ირანელ კოლეგას მიუსამძიმრა ირანში 18 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომლის შედეგადაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და დადებითად შეაფასეს საქართველო-ირანის ურთიერთობის დინამიკა, განსაკუთრებით გასული წელს, რომელიც დატვირთული იყო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებითა და შეხვედრებით.
აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური თანამშრომლობა, მათ შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის ეფექტური საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორისი თანამშრომლობის კარგ დინამიკაზე და ირანელი ტურისტების მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ მზარდ ინტერესზე. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.