შვედეთში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 53 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ქართველებიც. ,,საზოგადოებრივის“ ინფორმაციით, შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სპეცოპერაცია იანვარში დაიწყო და სამ კვირას გაგრძელდა.
სამართალდამცველების ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ხელყუმბარები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები და მოპარული ნივთები.
გამოძიების ინფორმაციით, დაპატიმრებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობს. მათი უმრავლესობა ბალკანეთის რესპუბლიკებიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან არის.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებულები ქალაქ უფსალასა და სტოკჰოლმსშორის გადაადგილდებოდნენ. მათ სხვადასხვა დანაშაულში სდებენ ბრალს. მათ შორის არის მკვლელობა, თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გამოძალვა.
53 დაკავებულიდან რვა ბრალდებული წინასწარი პატიმრობაში დატოვეს.