საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოებისკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთაკომიტეტის თავმჯდომარესთან, მიუნხენის კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრთან ფუ იანგთან.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდშისაქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივ ურთიერობებში. მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობისშესახებ შეთანხმების ამოქმედებას და განსაკურებით აღნიშნეს მისი მნიშვნელობა იმის გათვალისწინებით, რომსაქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დიდი პოტენციალი „ერთი სარტყელი - ერთიგზის" ინიციატივის რეალიზაციის პროცესში. მიხეილ ჯანელიძემ ფუ იანგს გააცნო საქართველოს მთავრობისგეგმები ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით, რაც გულისხმობსსაგზაო, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოსდიდ შესაძლებლობებს - იქცეს ევროპასა და აზიის საკომუნიკაციო ჰაბად. აღინიშნა, რომ ჩინეთი რჩებასაქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად, თავის მხრივ ჩინეთის ეროვნული კრებისწარმომადგენელმა ისაუბრა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის დიდ პოტენციალზე, რისი საუკეთესომაგალითია ქართული ღვინო. მხარეები მიესალმნენ ჩინეთის ეროვნულ კრებასა და საქართველოს პარლამენტსშორის თანამშრომლობის განვითარებას.