მომავალ კვირას პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს მოუსმენენ.
საგარეო საქმეთა მინისტრი 19 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება.
მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრებს.