თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, დაძაბული პერიოდის შემდეგ, ანკარამ და ვაშინგტონმა ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ „სახალხო თავდაცვის ძალებმა“ პირველებმა უნდა დატოვონ მემბიჯის რაიონი, რათა თურქეთმა აშშ-სთან ერთად ნდობაზე დაყრდნობით გადადგას ნაბიჯი“
რაც შეეხება რექს ტილერსონს, მან განაცხადა, რომ ,,აშშ თურქეთის მხარდამხარ დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტილერსონმა და დაამატა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს თურქეთისთვის მემბიჯთან დაკავშირებით მიცემული პირობების შესრულებაზე.
თურქეთი აფრინის შემდეგ, სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ გაგრძელებას მემბიჯის ტერიტორიაზეც გეგმავს.