ანკარაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტი დემონსტრანტების ჯგუფმა გააპროტესტა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმრო Ankara Palace-სთან, სადაც თურქი და ამერიკელი კოლეგები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, აქციის მონაწილეები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა დაიწყეს. ისინი ანტიამერიკული ლოზუნგებით გამოვიდნენ.
პოლიციამ ანტიამერიკული დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თურქეთში, რექს ტილერსონი 5 დღიან ტურნეს ფარგლებში, ორ სახელმწიფოს შორის, ბოლო პერიოდში, არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩავიდა. სახელმწიფო მდივანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
საუბარი ასევე ერაყსა და სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც შეეხო. ადგილობრივი მედიასაშუალებები წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონის მხრიდან ქურთების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.